Search This Blog

Loading...

Tuesday, 21 June 2011

გადავწყვიტე ამ თემაზე მუშაობა, რადგან ვთვლი ,რომ ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო თემაა, მისი განვითარების ეტაპებით დღევანდელ დღემდე, მიმაჩნია , რომ ეს ნებისმიერმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რაგან ეს არის სახვითი ხელოვნების ერთ-ერთი სახე და ზოგად წარმოდგენას გვიქმნის ქვეყნის ისტორიასა და კულტურაზე.

Wednesday, 8 June 2011

ქანდაკება,სკულპტურა

ქანდაკება, სკულპტურა (ლათ. sculptura, sculpo — გამოჭრა, ვთლი) — სახვითი ხელოვნების პლასტიკა — გამოსახულება, რომლის შექმნასაც აქვს მოცულობითი ფორმა და სრულდება მაგარი ან პლასტიკური მასალებისგან.

სკულპტურების მთავარი ჟანრია — პორტრეტი, ისტორიული, საყოფაცხოვრებო, სიმბოლური, ალეგორიული გამოსახულება, ცხოველების გამოსახულება. სკულპტურების სამხატვრო გამოხატულებაა მოცულობითი ფორმის შექმნა, პლასტიკური მოდელირება (გამოქანდაკება), სილუეტის შექმნა, ფაქტურის, ზოგიერთ შემთხვევაში ფერისაც კი.

განასხვავებენ მომრგვალო სკულპტურასა (სტატუა, ჯგუფები, სტატუეტი, ბიუსტი, შეიძლება შეხედოთ სხვადასხვა მხრიდან) და რელიეფურს (როცა გამოსახულება მდებარეობს სიბრტყეზე). მონუმენტური სკულპტურა, ძეგლები, მონუმენტები ურთიერთობაშია არქიტექტურულ მხარესთან.

სკულპტურების შემადგენლობა შეიძლება იყოს ლითონი, ქვა, თიხა, ხე, გიფსი და სხვა. მისი დამუშავების მეთოდებია გამოქანდაკება, გამოძერწვა, ამოჩხაპნა, გამოჭრა, გამოთლა და სხვა.

Tuesday, 7 June 2011

იაკობ ნიკოლაძე

             ქართული პროფესიული ქანდაკების ფუძემდებელია იაკობ ნიკოლაძე. ქართული რეალისტური ქანდაკების სათავეებთან იდგა აგრეთვე მოქანდაკე ნიკოლოზ კანდელაკი. ქართველ მოქანდაკეთა (ე. ამაშუკელის, მ. ბერძენიშვილის, ზ. წერეთლისა და სხვ.)
საუკეთესო ქმნილებები არა მხოლოდ ეროვნული კულტურის მონაპოვარია.თანამედროვე რეალისტური ქანდაკების ფუძემდებელი იაკობ ივანეს ძე ნიკოლაძე დაიბადა ქ. ქუთაისში 1876 წელს. იგი თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი პირველი პროფესორი იყო. სწავლობდა მოსკოვში სტროგანოვის ცენტრალურ სამხატვრო სასწავლებელში, შემდეგ ოდესის სამხატვრო სკოლაში. ორი წელი პარიზის ხელოვნების უმაღლეს სკოლაში იღებდა განათლებას. ამ პერიოდის მისი პირველი მნიშვნელოვანი ნაწარმოები "იმერელი გლეხი", დღეს სამწუხაროდ დაკარგულია. 1897 წელს შექმნა შოთა რუსთაველისა და ლადო ალექსი-მესხიშვილის პორტრეტები, რომლებშიც იგრძნობა მხატვრის სწრაფვა ადამიანის შინაგანი სამყაროს გადმოცემისაკენ. 1902 წელს მცირე ხნით პარიზიდან საქართველოში ჩამოვიდა. მიწვეულ იქნა ამიერკავკასიის ხელოვნების წამახალისებელი საზოგადოების მასწავლებლად. აქვე გამოფენის ცენტრალური პავილიონისათვის შექმნა დეკორატიული რელიეფი და ქართული კულტურის მოღვაწეთა პორტრეტების სერია. ამ ნამუშევრებში უკვე გამოჩნდა როგორც პროფესიულად დასრულებული, საკმაოდ მაღალ დონეზე მდგარი მოქანდაკე, თუმცა შემოქმედებით სიმწიფეს მაინც პარიზში, დიდი ფრანგი მოქანდაკის, ოგიუსტ როდენის გვერდით მუშაობისას მიაღწია. ამ პერიოდს ასახავს იაკობ ნიკოლაძის მოგონებათა წიგნი "ერთი წელი როდენთან". მისი პარიზული ნამუშევრები: "ქარი", "ჩრდილოეთის ასული", "მოცეკვავე", "სალომე" ამჟამად საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული. სტატიკური, კომპოზიციურად შეკრული, ამავე დროს, პოეტური გამოსახულება დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. იაკობ ნიკოლაძის პორველი დიდი მონუმენტური ნამუშევარი იყო "მწუხარე საქართველო" - ილია ჭავჭვაძის საფლავის ძეგლი, რომელიც 1913 წელს დაიდგა მთაწმინდის პანთეონში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მოღვაწეობა პორტრეტის ჟანრში. საუკეთესოა 1944 წელს შექმნილი XII საუკუნის ქართველი პოეტისა და მაზროვნის-ჩახრუხაძის პორტრეტი. მას ეკუთვნის ა. წერეთლის, ივ. ჯავახიშვილის, ი. ბერიტაშვილის, შ. ამირანაშვილისა და სხვა პორტრეტები. ორჯერ იყო დაჯილდოებული ლაურეატის ოქროს მედლით. გარდაიცვალა თბილისში 1951 წელს. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.

Monday, 6 June 2011

სახვითი ხელოვნება და მისი დარგები

სახვითი ხელოვნება მოიცავს მხატვრობას, სკულპტურას, ფოტოგრაფიას და ხელოვნების სხვა ისეთ სახეებს, რომელთა პირველადი ბუნება ვიზუალური ხასიათის ნამუშევართა შექმნაა. სახვით ხელოვნებას განასხვავებენ საშემსრულებლო ხელოვნების, სიტყვის ხელოვნების, კულინარული ხელოვნებისა და სხვა მსგავსთაგან; თუმცა განსაზღვრება მკაცრი არ არის და მრავალი ხელოვნების შემსწავლელი დისციპლინა მოიცავს სახვით ხელოვნებას სხვა ტიპის ხელოვნებებთან მიმართებაში.
სახვითი ხელოვნების დარგები (ანბანურად) [რედაქტირება]
ბეჭდვა
გრაფიკა
გრაფიტი
დეკორაციული ხელოვნება
დიზაინი
ვიდეო ხელოვნება
ინტერვენციული ხელოვნება
ინსტალაციური ხელოვნება
კერამიკა
კინოხელოვნება
კოლაჟი
კომიქსი
კონცეპტუალური ხელოვნება
მიწის ხელოვნება
მინიმალური ხელოვნება
ნაპოვნი ხელოვნება (ფრანგ. objet trouvé)
პლასტიკური ხელოვნება
სინათლის ხელოვნება
სკულპტურა
ტექსტილის ხელოვნება
ფერწერა
ფოტოგრაფია
შერეული მედია
ხმის ხელოვნება

სახვითი ხელოვნება 21 საუკუნეში...

Brian Dettmer-ი დაიბადა ჩიკაგოში.დაამთავრა კოლუმბიის კოლეჯი. Brian Dettmer-ი წიგნზე მუშაობის დროს იყენებს:დანას,პინცეტს და ქირურგიულ ინსტრუმენტებს.ის აკეთებს უნიკალურ სკულპტურებს.რაც ყველაზე საინტერესოა ის არ იყენებს არანაირ წებოსა და სკოჩს,ის მუსჰაობს უბრალოდ სველი ხელებეით.

სახვითი ხელოვნება 21 საუკუნეში, სკულპტურა



Saturday, 4 June 2011

მოქანდაკე

       ქუთაისში დამლევ თებერვლის ნისლით ჩამობურულ ციდან წვრილი წვეთები სცემდა ბულვარის გასწვრივ ოღრო-ჩოღრო ქვაფენილზე მიმავალ შინნაქსოვ ღაზლის შალით თავმოხვეულ დაბალ ტანის ქალსა და საზაფხულო რუხ ხალათში ჩაცმულ მაღალ ახალგაზრდა ბიჭს.

ორივე დაუსველებია წვიმას, მაგრამ ქალი თუ ცდილობდა ჩქარის ნაბიჯით ეარნა, ვაჟი, თითქოს ქვებში დაგუბულ ტლაპოებს გახეულ წაღებს არიდებსო, თავდახრილი ზანტად, დაფიქრებით მიდიოდა და თან დანამულ ქუდის არშიას წამდაუწუმ ისწორებდა.

- გამეიარე, პარმენ! რავა დასაკლავი ხარივით ძლივს აბიჯებ ფეხს?!..

- მეიცა, ერთი, დეიდა, რა გვინდა...

- შენ არ მეუბნებოდი? კავშირი თუ მოინდომებს, ყველაფერი გაკეთდებაო...

- კი მარა, ის კი არ მითქვამს, მათხოვრად ვიაროთ-თქო...

- კაი ახლა, ნუ დამიწყებ ნაზობას... ვსინჯოთ, იქნებ რამე გამოვიდეს...

ასე ჯიჯღინით დეიდამ და დისწულმა ჩაუარეს ბულვარს. აუხვიეს ნახევრად დანგრეულ სობოროს, სადაც სალომემ საჩქაროთ პირჯვარი გადაიწერა, და კავშირების სახლში შევიდენ.

ორივემ წყალი ჩამოიფერთხა, და ქალმა გამვლელ-გამომვლელთ დაუწყო კითხვა, სად არის „რაბიციო“, სანამ ახალგაზრდა კაცი კარებზე ზედწარწერებს კითხულობდა.ვრცლად

წმინდა ქანდაკებები

საუკუნეების განმავლობაში მრავალი ერი აგებდა ქანდაკებებს, რომლებითაც საკუთარ რწმენას გამოხატავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი რელიგია, მაგალითად ისლამი, თავის მიმდევრებს ღმერთის სახის შექმნას უკრძალავს, მსოფლიოში მაინც მრავალი მნიშვნელოვანი ქანდაკება არსებობს. ზოგჯერ ამ ქანდაკებებს ადამიანის ფორმა აქვთ, ზოგჯერ ნახევრად ადამიანისა და ნახევრად ცხოველის, როგორიცაა, მაგალითად სფინქსი, ჯოგჯერ კი მხოლოდ ცხოველისა, როგორიცაა ნანდის ხარი. ზოგი ხალხი სთვლის, რომ ქანდაკებებში ღმერთები სახლობენ, ამიტომ თაყვანს სცემენ საკუთარ ქანდაკებებს. წმინდა ქანდაკებები ხშირად გიგანტური ფორმისაა და საკუტარი ძლიერებით მორწმუნეებს აჯადოებს. მაგრამ მრავალი ისეთი ქანდაკებაც კი, რომელთა ზომები ადამიანის ზომებს არ აღემატება, მაგალითად, მარიმისა და იესოს ულამაზესი ქანდაკება, ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს ადამიანზე.
ამ პოსტში შემოგთავაზებ სხვადასხვა სარწმუნოებათა წმინდა ქანდაკებებს;
1) ჩაქმულის ქანდაკება
2) იესოს ქანდაკება
3) მიქელანჯელოს “პიეტა”
4) სფინქსი
5) აბუ სიმბელი
6) ლეშანის გიგანტური ბუდა
7) ნანდის  ხარი

                                                 
                                          მიქელანჯელოს "პიეტა"
http://burusi.files.wordpress.com/2010/05/michelangelo-pieta-1499-basilica-di-san-pietro-vatican.jpg                                               ხუთი საუკუნის განმავლობაში, მსოფლიოს მრავალი კუთხიდან უამრავი ადამიანი ჩადიოდა იტალიის დედაქალაქ რომში, წმინდა პეტრეს ტაძარში ქალწული მარიამის მკლავებზე დასვენებულ ქრისტეს ქანდკების სანახავად. მ არაჩვეულებრივი ქანდაკების სახელი პიეტა, სინანულს ნიშნავს. მე-15 საუკუნიდან მოყოლებული, ეს შთამბეწდავი ქანდაკება არაერთი მხატვრის შეგონების წყაროდ იქცა. ხელოვნების ეს შედევრი ტოსკანის თეთრ მარმალოშია გამოკვეთილი. მისი ავტორი მიქელანჯელო, ამ ქანდაკების შექმნისას 1499 წელს, მხოლოდ25 წლისა იყო.

გაქვავებული ადამიანები ანუ ცოცხალი ქანდაკებები


http://www.ambebi.ge/images/pictures/mozaika/adamianebi/cocxali-qandakebebi.jpg





ევროპის მრავალი ქვეყნის ქუჩაში შეხვდებით ცოცხალ ქანდაკებებს, მაგრამ ყველაზე მეტს ბარსელონაში ნახავთ. რამბლეს ქუჩაზე პირველი ცოცხალი ქანდაკება XX საუკუნის ბოლოს გამოჩნდა.

გამვლელების გამხიარულებისა და ამ გზით ფულის შოვნის იდეა თავდაპირველად, სამ ჯამბაზს - ტონიოს, პეპესა და პაკოს გაუჩნდა, დღესდღეობით კი ბარსელონაში ათეულობით ცოცხალი ქანდაკება "დგას" და თითოეულს ინდივიდუალური სტილი აქვს. ზოგი ისტორიული პერსონაა, ზოგი - სიურრეალისტური გმირი.

მიმები ძირითადად, ლათინური ამერიკიდან ჩასული ემიგრანტები არიან, რომელთა საქმიანობაც საკმაოდ შემოსავლიანია: ზაფხულში, თვეში 3 ათას ევრომდე შოულობენ, ზამთარში - 1500-მდე. ყველაზე გულუხვი ტურისტები ჰოლანდიელები და ინგლისელები არიან.

მიმები გადასახადებს არ იხდიან, მათთვის მხოლოდ ერთადერთი აკრძალვაა დაწესებული, - ქანდაკებებს შორის მანძილი 5 მეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს, ხოლო თავად მიმმა 2 მეტრზე მეტი ადგილი არ უნდა დაიკავოს. ზოგიერთი მიმი მთელი დღის მანძილზე, გაუნძრევლად დგას და რამდენიმე ილეთს მხოლოდ ყუთში ფულის ჩაყრის შემდეგ აკეთებს. ზოგიერთი კი გამვლელებს ეხუმრება, ჰბაძავს, ამასხარავებს.

ცოცხალი ქანდაკებების გარშემო უამრავი ტურისტი იყრის თავს, მათ მახლობლად კი ჯიბის ქურდები "მუშაობენ", რომლებიც გამვლელების გულუბრყვილობით სარგებლობენ და ჯიბეებს ისქელებენ.

ჩინეთში ყინვის ქანდაკებების ფესტივალი გაიმართა

http://narin.ge/dir/skhvadasxva/qinulis_kandak'ebebi/2-1-0-600


Friday, 3 June 2011

ხრახნებით აწყობილი 3D პორტრეტები

ენდრიუ მეიერსა (Andrew Myers) - თამამად შეგვიძლია ვაღიაროთ ერთ-ერთი ყველაზე მომთმენი თანამედროვე სკულპტორად. იგი არის კალიფორნიელი მხატვარი, რომელიც გატაცებულია ხელოვნების წარმოუდგენელი ნაშრომების შექმნით... ჩვეულებრივი ხრახნებისგან. მისი ნახატებისთვის საჭიროა ფანერა, ათასობით ნახვრეტი, რომელსაც იგი თვითონ ხვრიტავს, და ხრახნები. საბოლოოდ გამოდის 3 - განზომილებიანი ადამიანის პორტრეტები .

ხრახნებით აწყობილი 3D პორტრეტები




3D photo

http://a.pix.ge/x/rnk4c.jpg

ბიბლიოგრაფია

ამირანაშვილი, შ.

ქართული რელიეფური ქანდაკების უძველესი ნიმუში : [აღბულარის რ-ნიდან ჩამოტანილი კირქვის სტელა მთვარის ღვთაების ანუ არმაზის გამოსახულებით, რომელიც ჩვ. წ-მდე XII-X ს. უნდა ეკუთვნოდეს] / შ. ამირანაშვილი // მოამბე / საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი . - , 1944. - ტ. 12-B. - გვ.115-128[MFN: 8670]

UDC: 72(479.22) + 73

ბიბლიოგრაფია: "ლიტ-რა" შენიშვნებში

მატიანის რუბრიკა: ხელოვნება; არქიტექტურა; საქართველო; მოქანდაკეები; გამოფენები; ქვაზე ჭრის ხელოვნება (გემა, სტელა, ქვაჯვრები).


Дудучава, Мамия

Якоб Николадзе : [Творческий путь скульптора] / Мамия Дудучава // Литературная Грузия. - , 1971. - N1. - стр.61-71. - N2. - стр.48-52. - N3. - стр.50-55. - Продол. следует[MFN: 20892]

UDC: 73(479.22)(092) + 929

ბიბლიოგრაფია: в примеч.; На груз. яз.

პერსონალია: Николадзе Якоб - Скульптор.

მატიანის რუბრიკა: ხელოვნება; ქანდაკება; ფერცერა; გრაფიკა; საქართველო; მოქანდაკეები; გამოფენები.


კვასხვაძე, შალვა

მოქანდაკე ნიკოლოზ კანდელაკი : [შემოქმედება] / შალვა კვასხვაძე // მნათობი. - , 1953. - N4. - გვ.84-94[MFN: 24167]

UDC: 73(479.22)(092)

პერსონალია: კანდელაკი ნიკოლოზ - მოქანდაკე.

მატიანის რუბრიკა: ხელოვნება; ფერწერა; მოქანდაკეობა; გრაფიკა; საქართველო; მოქანდაკეები; გამოფენები.


Чубинашвили, Н.

Рельефный фриз на фасаде здания филиала ИМЭЛС-а в Тбилиси : [Работы Т. Абакелия] / Н. Чубинашвили // ქართული ხელოვნება. - , 1955. - N4. - cтр.55-60; . - Резюме на нем. яз.. - Список произвед. Т. Абакелия. - стр. 274-280[MFN: 24360]

UDC: 72 + 73(479.22)

მატიანის რუბრიკა: ხელოვნება; სკულპტურა; ფერწერა; გრაფიკა; საქართველო; მოქანდაკეები; გამოფენები.


მესენგისერი, ზაალ

ახალგაზრდა მოქანდაკის გზა : [ჯაბულო აბესაძე] / ზაალ მესენგისერი // საბჭოთა ხელოვნება. - , 1960. - N11. - გვ.76-77[MFN: 44344]

UDC: 73.01(479.22)(092)

პერსონალია: აბესაძე ჯაბულო - მოქანდაკე.

მატიანის რუბრიკა: ხელოვნება; ფერწერა; მოქანდაკეობა; გრაფიკა; საქართველო; მოქანდაკეები; გამოფენები.


ასათიანი, ლევან

უბის წიგნაკიდან : [მოგონებები ი. ნიკოლაძეზე] / ლევან ასათიანი // მნათობი. - , 1969. - N8. - გვ.123-145[MFN: 48463]

UDC: 821.353.1 + 73(479.22)

პერსონალია: ნიკოლაძე იაკობ - მოქანდაკე.

მატიანის რუბრიკა: ლიტერატურათმცოდნეობა; მხატვრული ლიტერატურა; ფოლკლორი; ლიტერატურის თეორია და ისტორია; ლიტერატურული კრიტიკა; საქართველო; მოქანდაკეები; გამოფენები.


ფირალიშვილი, ოთარი

თამარ აბაკელია : [მხატვარი-გრაფიკოსი და მოქანდაკე] / ოთარ ფირალიშვილი // საბჭოთა ქალი. - , 1960. - N2. - გვ.11-12[MFN: 50272]

UDC: 75(479.22)(092) + 73(479.22)(092)

პერსონალია: აბაკელია თამარ - მხატვარი, გრაფიკოსი, მოქანდაკე.

მატიანის რუბრიკა: ხელოვნება; ფერწერა; მოქანდაკეობა; გრაფიკა; საქართველო; მოქანდაკეები; გამოფენები.


შენგელია, დური

ვიეტნამის შრომის ორდენის კავალერი : [ქართველი მოქანდაკე გივი მიზანდარი ვიეტნამის დემოკრატიულ რესპუბლიკაში პედაგოგად. ნამუშევრების გამოფენა ვიეტნამში] / დური შენგელია // საბჭოთა ხელოვნება. - , 1971. - N8. - გვ.93-97. - რეზიუმე რუსულ ენ.. - გვ.116[MFN: 54907]

UDC: 73(479.22)(092)

პერსონალია: მიზანდარი გივი - მოქანდაკე.

მატიანის რუბრიკა: ხელოვნება; ქანდაკება; ფერწერა; გრაფიკა; საქართველო; მოქანდაკეები; გამოფენები.

ბიბლიოგრაფია

http://www.nplg.gov.ge/ec/ka/amat/search.html?cmd=search&pft=biblio&qs=606%3A4%3A%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%99%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98

ალი და ნინოს მოძრავი ქანდაკება

Ali and Nino-Inside the Soul of a Caucasian-video

http://youtu.be/84jvK1rws40

გამოყენენებული ლიტერატურა

1)თენგიზ ღვინიაშვილი : [ქანდაკება, მედლები, მონუმენტ. ქანდაკება, კერამიკა / შემდგ.: ნ. თუთბერიძე ; ტექსტის ავტ.: მანანა რობაქიძე ; რედ.: ზ. ბერელიძე]. - თბ., 1989. - 20გვ. : ილ. ; 20სმ.. - ზესათ.: საქ. სსრ კულტ. სამ., საქ. სსრ მხატვ. კავშირი. - 50კ.[MFN: 12443]

UDC: 73(479.22)(092) + 737.2 + 738

• თუთბერიძე, ნ. (შემდგ.); ბერელიძე, ზ. (რედ.);

თემატიკა:
- ქართველი მოქანდაკეები; მედლები; კერამიკა;


K 217.035/3 - საერთო ფონდი
F 67.010/3 - ხელუხლებელი ფონდი
2) გიორგი ჩალაძე : ქანდაკება, გრაფიკა : კატალოგი / [შემდგ.: როლენა საბანაძე ; რედ.: ნანა მანჯავიძე] ; საქ. სსრ მხატვართა კავშირი, საქ. სსრ ცენტრ. მხატვრის სახლი. - თბ., 1988. - [23]გვ. : ილ. ; 20სმ.. - თავფ. და ტექსტი ქართ. და რუს. ენ.. - [3ლ.], 300ც.[MFN: 13673]

UDC: 73(479.22)(092) + 76(479.22)(092)](064)

პერსონალია:
- ჩალაძე გიორგი;

თემატიკა:
- ქართველი მოქანდაკეები;

F 76.893/3 - ხელუხლებელი ფონდი
3)
ქუთათელაძე, ბადრი

თბილისის ქანდაკება = Sculpture Tbilisi : პოეზია ქვაში / [რედ.: ნოდარ ლომოური ; მხატვ.: გიორგი წერეთელი ; ლექსების თარგმანი ნათან ბააზოვის ; ინგლ. თარგმანი ლალი გეგეჭკორის. - თბ., 2002. - 335გვ. ; 20სმ.. - წიგნი დაბეჭდილია სლოვაკეთში. - ტექსტი ქართ. და ინგლ. ენ.. - [ფ.ა.][MFN: 18112]

UDC: 73(479.22-25)

თემატიკა:
- ქართული ქანდაკება;

(221.1თ)73/ქ-842 - ქართველოლოგიის განყოფილება
F 79.801/3 - ხელუხლებელი ფონდი
4)მერაბ ბერძენიშვილი : ქანდაკება, ფერწერა, გრაფიკა : [ფოტოალბომი / ფოტო ევგენი დერლემენკოსი და ედუარდ გიგილაშვილის ; ტექსტი ოლგა კოსტინასი]. - თბ. : ხელოვნება, 1988. - 223გვ. ; 30სმ.. - ტექსტი ქართ., რუს. და ინგლ. ენ.. - დაბეჭდილია იუგოსლავიაში. - 25მ.[MFN: 24701]

UDC: 73/76(479.22)(084.12) + 73(479.22)(092ბერძენიშვილი, მ.)

პერსონალია:
- ბერძენიშვილი მერაბ;

თემატიკა:
- ქართველი მოქანდაკეები; ქართული ფერწერა; ქართული გრაფიკა; ქართული ქანდაკება;

F 448/5 - ხელუხლებელი ფონდი
(22)73(092)/ბ-571 - ქართველოლოგიის განყოფილება
5)საბერძნეთი თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში : ფერწერა, ქანდაკება, გრაფიკა, თეატრალურ-დეკორაციული ხელოვნება, დეკორაციულ-გამოყენებითი ხელოვნება, მონუმენტური ხელოვნება : გამოფენის კატალოგი / საქ. კულტ. სამინ., საქ. მხატვ. კავშირი, საქ. სურათების ეროვნ. გალერეა, უცხოეთის ბერძენთა გენერ. სამდივნო, თსუ, საბერძნეთის საელჩო საქ-ში, ათენის ქართ. ინ-ტი ; [თარგმ. სოფიკო შამანიდი ; კატალოგი: ნინო ზაალიშვილი ; ფოტ.: იური მეჩითოვი]. - თბ. ; ათენი : პაატა ნაცვლიშვილის გამ-ბა, 1998. - 96გვ. : ილ. ; 28სმ.. - დაბეჭდილია საბერძნეთში. - თავფურ. და ტექსტი ქართ. და ბერძნ. ენ.. - გარეკანის პირველ გვერდზე: ირაკლი ფარჯიანი ოდისეა. გარეკანის მე-4 გვერდზე ზურაბ ნიჟარაძე კენტავრი. ოლეგ ქოჩაკიძე კასანდრა. - ISBN: 99928-66-02-0 : [ფ.ა.][MFN: 30690]

UDC: 008.1(479.22:495) + 75(479.22)(092)(064)

თემატიკა:
- საქართველო-საბერძნეთის კულტურული ურთიერთობები; ქართველ მხატვართა ნაწარმოებების გამოფენები;

F 7.681/4 - ხელუხლებელი ფონდი

slideshow