Search This Blog

Tuesday 21 June 2011

გადავწყვიტე ამ თემაზე მუშაობა, რადგან ვთვლი ,რომ ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო თემაა, მისი განვითარების ეტაპებით დღევანდელ დღემდე, მიმაჩნია , რომ ეს ნებისმიერმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რაგან ეს არის სახვითი ხელოვნების ერთ-ერთი სახე და ზოგად წარმოდგენას გვიქმნის ქვეყნის ისტორიასა და კულტურაზე.

Wednesday 8 June 2011

ქანდაკება,სკულპტურა

ქანდაკება, სკულპტურა (ლათ. sculptura, sculpo — გამოჭრა, ვთლი) — სახვითი ხელოვნების პლასტიკა — გამოსახულება, რომლის შექმნასაც აქვს მოცულობითი ფორმა და სრულდება მაგარი ან პლასტიკური მასალებისგან.

სკულპტურების მთავარი ჟანრია — პორტრეტი, ისტორიული, საყოფაცხოვრებო, სიმბოლური, ალეგორიული გამოსახულება, ცხოველების გამოსახულება. სკულპტურების სამხატვრო გამოხატულებაა მოცულობითი ფორმის შექმნა, პლასტიკური მოდელირება (გამოქანდაკება), სილუეტის შექმნა, ფაქტურის, ზოგიერთ შემთხვევაში ფერისაც კი.

განასხვავებენ მომრგვალო სკულპტურასა (სტატუა, ჯგუფები, სტატუეტი, ბიუსტი, შეიძლება შეხედოთ სხვადასხვა მხრიდან) და რელიეფურს (როცა გამოსახულება მდებარეობს სიბრტყეზე). მონუმენტური სკულპტურა, ძეგლები, მონუმენტები ურთიერთობაშია არქიტექტურულ მხარესთან.

სკულპტურების შემადგენლობა შეიძლება იყოს ლითონი, ქვა, თიხა, ხე, გიფსი და სხვა. მისი დამუშავების მეთოდებია გამოქანდაკება, გამოძერწვა, ამოჩხაპნა, გამოჭრა, გამოთლა და სხვა.

Tuesday 7 June 2011

იაკობ ნიკოლაძე

             ქართული პროფესიული ქანდაკების ფუძემდებელია იაკობ ნიკოლაძე. ქართული რეალისტური ქანდაკების სათავეებთან იდგა აგრეთვე მოქანდაკე ნიკოლოზ კანდელაკი. ქართველ მოქანდაკეთა (ე. ამაშუკელის, მ. ბერძენიშვილის, ზ. წერეთლისა და სხვ.)
საუკეთესო ქმნილებები არა მხოლოდ ეროვნული კულტურის მონაპოვარია.თანამედროვე რეალისტური ქანდაკების ფუძემდებელი იაკობ ივანეს ძე ნიკოლაძე დაიბადა ქ. ქუთაისში 1876 წელს. იგი თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი პირველი პროფესორი იყო. სწავლობდა მოსკოვში სტროგანოვის ცენტრალურ სამხატვრო სასწავლებელში, შემდეგ ოდესის სამხატვრო სკოლაში. ორი წელი პარიზის ხელოვნების უმაღლეს სკოლაში იღებდა განათლებას. ამ პერიოდის მისი პირველი მნიშვნელოვანი ნაწარმოები "იმერელი გლეხი", დღეს სამწუხაროდ დაკარგულია. 1897 წელს შექმნა შოთა რუსთაველისა და ლადო ალექსი-მესხიშვილის პორტრეტები, რომლებშიც იგრძნობა მხატვრის სწრაფვა ადამიანის შინაგანი სამყაროს გადმოცემისაკენ. 1902 წელს მცირე ხნით პარიზიდან საქართველოში ჩამოვიდა. მიწვეულ იქნა ამიერკავკასიის ხელოვნების წამახალისებელი საზოგადოების მასწავლებლად. აქვე გამოფენის ცენტრალური პავილიონისათვის შექმნა დეკორატიული რელიეფი და ქართული კულტურის მოღვაწეთა პორტრეტების სერია. ამ ნამუშევრებში უკვე გამოჩნდა როგორც პროფესიულად დასრულებული, საკმაოდ მაღალ დონეზე მდგარი მოქანდაკე, თუმცა შემოქმედებით სიმწიფეს მაინც პარიზში, დიდი ფრანგი მოქანდაკის, ოგიუსტ როდენის გვერდით მუშაობისას მიაღწია. ამ პერიოდს ასახავს იაკობ ნიკოლაძის მოგონებათა წიგნი "ერთი წელი როდენთან". მისი პარიზული ნამუშევრები: "ქარი", "ჩრდილოეთის ასული", "მოცეკვავე", "სალომე" ამჟამად საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული. სტატიკური, კომპოზიციურად შეკრული, ამავე დროს, პოეტური გამოსახულება დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. იაკობ ნიკოლაძის პორველი დიდი მონუმენტური ნამუშევარი იყო "მწუხარე საქართველო" - ილია ჭავჭვაძის საფლავის ძეგლი, რომელიც 1913 წელს დაიდგა მთაწმინდის პანთეონში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მოღვაწეობა პორტრეტის ჟანრში. საუკეთესოა 1944 წელს შექმნილი XII საუკუნის ქართველი პოეტისა და მაზროვნის-ჩახრუხაძის პორტრეტი. მას ეკუთვნის ა. წერეთლის, ივ. ჯავახიშვილის, ი. ბერიტაშვილის, შ. ამირანაშვილისა და სხვა პორტრეტები. ორჯერ იყო დაჯილდოებული ლაურეატის ოქროს მედლით. გარდაიცვალა თბილისში 1951 წელს. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.

Monday 6 June 2011

სახვითი ხელოვნება და მისი დარგები

სახვითი ხელოვნება მოიცავს მხატვრობას, სკულპტურას, ფოტოგრაფიას და ხელოვნების სხვა ისეთ სახეებს, რომელთა პირველადი ბუნება ვიზუალური ხასიათის ნამუშევართა შექმნაა. სახვით ხელოვნებას განასხვავებენ საშემსრულებლო ხელოვნების, სიტყვის ხელოვნების, კულინარული ხელოვნებისა და სხვა მსგავსთაგან; თუმცა განსაზღვრება მკაცრი არ არის და მრავალი ხელოვნების შემსწავლელი დისციპლინა მოიცავს სახვით ხელოვნებას სხვა ტიპის ხელოვნებებთან მიმართებაში.
სახვითი ხელოვნების დარგები (ანბანურად) [რედაქტირება]
ბეჭდვა
გრაფიკა
გრაფიტი
დეკორაციული ხელოვნება
დიზაინი
ვიდეო ხელოვნება
ინტერვენციული ხელოვნება
ინსტალაციური ხელოვნება
კერამიკა
კინოხელოვნება
კოლაჟი
კომიქსი
კონცეპტუალური ხელოვნება
მიწის ხელოვნება
მინიმალური ხელოვნება
ნაპოვნი ხელოვნება (ფრანგ. objet trouvé)
პლასტიკური ხელოვნება
სინათლის ხელოვნება
სკულპტურა
ტექსტილის ხელოვნება
ფერწერა
ფოტოგრაფია
შერეული მედია
ხმის ხელოვნება

სახვითი ხელოვნება 21 საუკუნეში...

Brian Dettmer-ი დაიბადა ჩიკაგოში.დაამთავრა კოლუმბიის კოლეჯი. Brian Dettmer-ი წიგნზე მუშაობის დროს იყენებს:დანას,პინცეტს და ქირურგიულ ინსტრუმენტებს.ის აკეთებს უნიკალურ სკულპტურებს.რაც ყველაზე საინტერესოა ის არ იყენებს არანაირ წებოსა და სკოჩს,ის მუსჰაობს უბრალოდ სველი ხელებეით.

სახვითი ხელოვნება 21 საუკუნეში, სკულპტურა



Saturday 4 June 2011

მოქანდაკე

       ქუთაისში დამლევ თებერვლის ნისლით ჩამობურულ ციდან წვრილი წვეთები სცემდა ბულვარის გასწვრივ ოღრო-ჩოღრო ქვაფენილზე მიმავალ შინნაქსოვ ღაზლის შალით თავმოხვეულ დაბალ ტანის ქალსა და საზაფხულო რუხ ხალათში ჩაცმულ მაღალ ახალგაზრდა ბიჭს.

ორივე დაუსველებია წვიმას, მაგრამ ქალი თუ ცდილობდა ჩქარის ნაბიჯით ეარნა, ვაჟი, თითქოს ქვებში დაგუბულ ტლაპოებს გახეულ წაღებს არიდებსო, თავდახრილი ზანტად, დაფიქრებით მიდიოდა და თან დანამულ ქუდის არშიას წამდაუწუმ ისწორებდა.

- გამეიარე, პარმენ! რავა დასაკლავი ხარივით ძლივს აბიჯებ ფეხს?!..

- მეიცა, ერთი, დეიდა, რა გვინდა...

- შენ არ მეუბნებოდი? კავშირი თუ მოინდომებს, ყველაფერი გაკეთდებაო...

- კი მარა, ის კი არ მითქვამს, მათხოვრად ვიაროთ-თქო...

- კაი ახლა, ნუ დამიწყებ ნაზობას... ვსინჯოთ, იქნებ რამე გამოვიდეს...

ასე ჯიჯღინით დეიდამ და დისწულმა ჩაუარეს ბულვარს. აუხვიეს ნახევრად დანგრეულ სობოროს, სადაც სალომემ საჩქაროთ პირჯვარი გადაიწერა, და კავშირების სახლში შევიდენ.

ორივემ წყალი ჩამოიფერთხა, და ქალმა გამვლელ-გამომვლელთ დაუწყო კითხვა, სად არის „რაბიციო“, სანამ ახალგაზრდა კაცი კარებზე ზედწარწერებს კითხულობდა.ვრცლად