Search This Blog

Saturday 4 June 2011

წმინდა ქანდაკებები

საუკუნეების განმავლობაში მრავალი ერი აგებდა ქანდაკებებს, რომლებითაც საკუთარ რწმენას გამოხატავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი რელიგია, მაგალითად ისლამი, თავის მიმდევრებს ღმერთის სახის შექმნას უკრძალავს, მსოფლიოში მაინც მრავალი მნიშვნელოვანი ქანდაკება არსებობს. ზოგჯერ ამ ქანდაკებებს ადამიანის ფორმა აქვთ, ზოგჯერ ნახევრად ადამიანისა და ნახევრად ცხოველის, როგორიცაა, მაგალითად სფინქსი, ჯოგჯერ კი მხოლოდ ცხოველისა, როგორიცაა ნანდის ხარი. ზოგი ხალხი სთვლის, რომ ქანდაკებებში ღმერთები სახლობენ, ამიტომ თაყვანს სცემენ საკუთარ ქანდაკებებს. წმინდა ქანდაკებები ხშირად გიგანტური ფორმისაა და საკუტარი ძლიერებით მორწმუნეებს აჯადოებს. მაგრამ მრავალი ისეთი ქანდაკებაც კი, რომელთა ზომები ადამიანის ზომებს არ აღემატება, მაგალითად, მარიმისა და იესოს ულამაზესი ქანდაკება, ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს ადამიანზე.
ამ პოსტში შემოგთავაზებ სხვადასხვა სარწმუნოებათა წმინდა ქანდაკებებს;
1) ჩაქმულის ქანდაკება
2) იესოს ქანდაკება
3) მიქელანჯელოს “პიეტა”
4) სფინქსი
5) აბუ სიმბელი
6) ლეშანის გიგანტური ბუდა
7) ნანდის  ხარი

                                                 
                                          მიქელანჯელოს "პიეტა"
http://burusi.files.wordpress.com/2010/05/michelangelo-pieta-1499-basilica-di-san-pietro-vatican.jpg                                               ხუთი საუკუნის განმავლობაში, მსოფლიოს მრავალი კუთხიდან უამრავი ადამიანი ჩადიოდა იტალიის დედაქალაქ რომში, წმინდა პეტრეს ტაძარში ქალწული მარიამის მკლავებზე დასვენებულ ქრისტეს ქანდკების სანახავად. მ არაჩვეულებრივი ქანდაკების სახელი პიეტა, სინანულს ნიშნავს. მე-15 საუკუნიდან მოყოლებული, ეს შთამბეწდავი ქანდაკება არაერთი მხატვრის შეგონების წყაროდ იქცა. ხელოვნების ეს შედევრი ტოსკანის თეთრ მარმალოშია გამოკვეთილი. მისი ავტორი მიქელანჯელო, ამ ქანდაკების შექმნისას 1499 წელს, მხოლოდ25 წლისა იყო.

No comments:

Post a Comment