Search This Blog

Saturday 4 June 2011

გაქვავებული ადამიანები ანუ ცოცხალი ქანდაკებები


http://www.ambebi.ge/images/pictures/mozaika/adamianebi/cocxali-qandakebebi.jpg





ევროპის მრავალი ქვეყნის ქუჩაში შეხვდებით ცოცხალ ქანდაკებებს, მაგრამ ყველაზე მეტს ბარსელონაში ნახავთ. რამბლეს ქუჩაზე პირველი ცოცხალი ქანდაკება XX საუკუნის ბოლოს გამოჩნდა.

გამვლელების გამხიარულებისა და ამ გზით ფულის შოვნის იდეა თავდაპირველად, სამ ჯამბაზს - ტონიოს, პეპესა და პაკოს გაუჩნდა, დღესდღეობით კი ბარსელონაში ათეულობით ცოცხალი ქანდაკება "დგას" და თითოეულს ინდივიდუალური სტილი აქვს. ზოგი ისტორიული პერსონაა, ზოგი - სიურრეალისტური გმირი.

მიმები ძირითადად, ლათინური ამერიკიდან ჩასული ემიგრანტები არიან, რომელთა საქმიანობაც საკმაოდ შემოსავლიანია: ზაფხულში, თვეში 3 ათას ევრომდე შოულობენ, ზამთარში - 1500-მდე. ყველაზე გულუხვი ტურისტები ჰოლანდიელები და ინგლისელები არიან.

მიმები გადასახადებს არ იხდიან, მათთვის მხოლოდ ერთადერთი აკრძალვაა დაწესებული, - ქანდაკებებს შორის მანძილი 5 მეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს, ხოლო თავად მიმმა 2 მეტრზე მეტი ადგილი არ უნდა დაიკავოს. ზოგიერთი მიმი მთელი დღის მანძილზე, გაუნძრევლად დგას და რამდენიმე ილეთს მხოლოდ ყუთში ფულის ჩაყრის შემდეგ აკეთებს. ზოგიერთი კი გამვლელებს ეხუმრება, ჰბაძავს, ამასხარავებს.

ცოცხალი ქანდაკებების გარშემო უამრავი ტურისტი იყრის თავს, მათ მახლობლად კი ჯიბის ქურდები "მუშაობენ", რომლებიც გამვლელების გულუბრყვილობით სარგებლობენ და ჯიბეებს ისქელებენ.

No comments:

Post a Comment